Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტიპენდია - მედიცინის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად. (ბრძანება)

დაფინანსდება მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე 47 სტუდენტი.

სტიპენდიით დაფინანსება ითვალისწინებს წინა სემესტრის მანძლზე მიღებული ქულების შედეგებს შერჩევის საფუძველზე     (დანართი)

სტიპენდიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადები გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე tsiala.giorgadze@tsu.ge  04  მაისიდან 09 მაისის  18:00 საათამდე.

 სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს: 

 

შევსებული განცხადება - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (განცხადება);  განცხადების ფორმა

პირადობის მოწმობა - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (პირადობის მოწმობა);

საბანკო ანგარიშის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან  - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (ამონაწერი);

 

შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვ. (გამოქვეყნებული უნდა იყოს 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 მარტამდე) - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (კონფერენცია/პუბლიკაცია/სხვ). დოკუმეტაციაში გარკვევით იყოს მითითებული კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების ან გამოსაქვეყნებლად მიღების თარიღი.

განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაელოდეთ წერილობით დასტურს, პრობლების შემთხვევაში დაუკავშირდით ადრესატს მომდევნო დღეს (ციალა გიორგაძე - 595-92-93-85).

 

დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მხოლოდ თსუს მეილიდან.

დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!

დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება!!!